ბერლინი

2017 წლის 28 მარტიდან: უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის

Die EU garantiert die Freiheit Europas

ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ხშირად დასმული შეკითხვები და პასუხები შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე.

ხშირად დასმული კითხვები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ

საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS) 2018

Internationales Parlaments-Stipendium (IPS)

თუ თქვენ ხართ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა და გაინტერესებთ პოლიტიკა, თუ გსურთ აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში და თუ საუბრობთ გერმანულად, მაშინ შემოიტანეთ განაცხადი სტიპენდიის მისაღებად და გაიარეთ პრაქტიკა გერმანიის ბუნდესთაგში.

საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

ფინანსური კომპენსაცია ყოფილი საბჭოთა სამხედრო ტყვეებისათვის

Logo

გერმანიის ბუნდესთაგმა 2015 წლის 21 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილმა საბჭოთა სამხედრო ტყვეებმა უნდა მიიღონ სიმბოლური ფინანსური კომპენსაცია. საბჭოთა ჯარში მომსახურე პირებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 8 მაისამდე პერიოდში გერმანელების სამხედრო ტყვეობაში იმყოფებოდნენ, შეუძლიათ მიიღონ ერთჯერადი კომპენსაცია 2500 ევროს ოდენობით. განაცხადების შეტანის უკიდურესი ვადაა 2017 წლის 30 სექტემბერი.

ფინანსური კომპენსაცია ყოფილი საბჭოთა სამხედრო ტყვეებისათვის

ახალი „ფაქტები გერმანიის შესახებ“ 19 ენაზე

Titelbild von "Tatsachen über Deutschland"

ახალ გამოცემაში „ფაქტები გერმანიის შესახებ“ ნახავთ ყველაფერს, რაც დღევანდელი გერმანიის შესახებ უნდა იცოდეთ: როგორ ფუნქციონირებს პოლიტიკური სისტემა, რა ძირითადი მიმართულებები განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას, რა არის ახალი ხელოვნებასა და კულტურაში. ამ და სხვა მრავალ თემაზე ახალი ინტერნეტ-გამოცემა tatsachen-ueber-deutschland.de გთავაზობთ ტექსტებს, ინფორმაციებს, ფოტოებს, ჩარტებს, ფილმებსა და ბევრ სხვა მოდულს და ამ ყველაფერს - 19 ენაზე. გარდა ამისა შესაძლებელია ასევე „ფაქტების“ სრული ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვაც.

www.tatsachen-ueber-deutschland.de

2016 წლის იანვარში გერმანიამ ერთი წლით ეუთოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა

Logo des deutschen OSZE-Vorsitzes 2016

„დიალოგის განახლება, ნდობის აღდგენა, უსაფრთხოების დაბრუნება“ - ეს არის დევიზი, რომლითაც გერმანიის ფედერალური მთავრობა ეუთოს ინსტრუმენტებისა და ინსტიტუციების გაძლიერებისათვის იმოქმედებს და ეუთოს მონაწილე ქვეყნებს შორის დიალოგსა და ევროპაში ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდებზე:

http://www.auswaertiges-amt.de/EN/Aussenpolitik/Friedenspolitik/OSZE/160114-BM-OSZE-Wien.html

http://www.osce.org/

მნიშვნელოვანი ტექნიკური სიახლე 2015 წლის 23 ივნისიდან:

VIS - Visa Information System

2015 წლის 23 ივნისიდან სავიზო განაცხადების შეტანისას ყველა განმცხადებელმა, რომელსაც სურს მოკლევადიანი ვიზის მიღება (90 დღემდე - კერძო, საქმიანი და ტურისტული ვიზიტისთვის) სავიზო განყოფილებაში უნდა ჩააბაროს თითის ანაბეჭდები.

ქვემოთ იხილავთ ევროკავშირის საინფორმაციო ფურცლებს საქართველოში VIS-ის დანერგვასთან დაკავშირებით, ასევე ზოგად ინფორმაციას VIS-ის შესახებ.

გერმანიის საელჩოს ახალი მისამართი

გერმანიის საელჩო ახალ ოფისში გადავიდა!
გერმანიის საელჩო განთავსდა სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის უკანა შენობის მეოთხე სართულზე. საელჩოში შემოსასვლელი არის შენობის უკანა მხრიდან (აქვეა განთავსებული  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შესასვლელი).

სავიზო განყოფილება რჩება ძველ მისამართზე, დავით აღმაშენებლის გამზირი 166. 

ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურა

2011 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა შეთანხმება ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ.

ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანა: წინაპირობები და პროცედურა

Visa
(© dpa / picture-alliance)

რა სახის ვიზები არსებობს? რა საბუთებია საჭირო ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანისას?  ამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ თანდართული საინფორმაციო ფურცლები:

საელჩოს მისამართი და სამუშაო საათები

Besuchen Sie unsere Facebook-Seite!

Deutsche Botschaft Tiflis

საგარეო საქმეთა მინისტრი

Siegmar Gabriel

ზიგმარ გაბრიელი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის ელჩი

Dr. Heike Peitsch

დოქტ. ჰაიკე ფაიჩი არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში

გერმანული საერთაშორისო სკოლა

Sie verlassen die mobil-optimierte Website der Deutschen Auslandsvertretung.